Wednesday, October 28, 2015

II მოდულის რეფლექსია

                                                            
    ამ მოდულის მნიშვნელოვანი საკითხი იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრე შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს; მათზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები; გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვათა ტიპები:
ზოგადი კითხვები  ( ერთი);
 თემატური კითხვები (ორი-სამი);
 შინაარსობრივი კითხვები (რამდენიმე)

 მნიშვნელოვანია შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს ხუთ მიმართულებას:
·         მოსწავლეთა საჭიროების შეფასება
·         თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა                            განმავითარებ.
·         პროგრესის მონიტორინგი                                                                                      შეფასება
·         ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების
ხელშეწყობა;

·         ცოდნისა და უნარების შეფასება ესგ-თან მიმართებაში     -    განმსაზღვრელი შეფასება


გზამკვლევის საშუალებით გავეცანი შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებს; შევარჩიე შეფასების კონკრეტული ფორმები დროში გაწერილი შეფასების გეგმისათვის,  განვსაზღვრე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და შევავსე პროექტის გეგმის შესაბამისი გრაფა. ყოველივე ეს დამეხმარება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში.

No comments:

Post a Comment